Skip to main content
განათლების სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი "კინო სკოლაში" წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა პროექტში 2014 წლიდან არის ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა უამრავი საინტერესო აქტივობა. (პედაგოგი: ცირა ნოზაძე)

10 დეკემბერს, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაიმართა პროექტის "კინო სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია.

პროექტის ფარგლებში სულ ოთხი კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი.

საუკეთესო პოსტერის კონკურსში რუსთავის 25-ე სკოლის მოსწავლემ თემურ ხეთაგაშვილმა გაიმარჯვა.
წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს რეგიონის 216 სკოლა.








Comments

Popular posts from this blog

სსიპ ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია-პროექტი "მეტი ნატო და ევროკავშირი ჩვენს სკოლაში".  პროექტი განხორციელდა ისტორიის პედაგოგის თინათინ წიქარიშვილის ინიციატივით.
საქართველო-ესტონეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებელმა ნანა მეშველიშვილმა და დაწყებითი კლასების პედაგოგმა ნუნუ ბიწაძემ ჩაატარეს ერთობლივი  გაკვეთილი მე-11 და მე-4 კლასებში. საგაკვეთილო პროცესში უფროსკლასელები ეხმარებოდნენ უმცროსკლასელებს წილადების შესწავლაში.
გოგრების ფესტივალი (რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის I ბ კლასის მოსწალეებისა და მშობლების ნამუშევრები)