Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2017
განათლების სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი "კინო სკოლაში" წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა პროექტში 2014 წლიდან არის ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა უამრავი საინტერესო აქტივობა. (პედაგოგი: ცირა ნოზაძე) 10 დეკემბერს, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაიმართა პროექტის "კინო სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია. პროექტის ფარგლებში სულ ოთხი კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი. საუკეთესო პოსტერის კონკურსში რუსთავის 25-ე სკოლის მოსწავლემ თემურ ხეთაგაშვილმა გაიმარჯვა. წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს რეგიონის 216 სკოლა .
საქართველო-ესტონეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებელმა ნანა მეშველიშვილმა და დაწყებითი კლასების პედაგოგმა ნუნუ ბიწაძემ ჩაატარეს ერთობლივი  გაკვეთილი მე-11 და მე-4 კლასებში. საგაკვეთილო პროცესში უფროსკლასელები ეხმარებოდნენ უმცროსკლასელებს წილადების შესწავლაში.
ქალაქ - რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს თინიკო წიქარიშვილს პროექტის "მეტი ნატო და ევროკავშირი ჩვენს სკოლაში" განხორციელებისათვის მიენიჭა კრედიტ ქულა. ჩვენი სკოლის რუსული ენის პედაგოგს ნინო გიორგაძეს პროექტის "სხვადასხვა ქვეყნების ხალხთა კულტურა და წესჩვეულებები" განხორციელებისათვის მიენიჭა კრედიტ ქულა. ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაია ბერუაშვილს სკოლაში განხორციელებული პროექტისათვის "ვეფხისტყაოსნის ფასეულობები" მიენიჭა კრედიტ ქულა.