განათლების სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტი "კინო სკოლაში" წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლა პროექტში 2014 წლიდან არის ჩართული. პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა უამრავი საინტერესო აქტივობა. (პედაგოგი: ცირა ნოზაძე) 10 დეკემბერს, კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაიმართა პროექტის "კინო სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია. პროექტის ფარგლებში სულ ოთხი კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი. საუკეთესო პოსტერის კონკურსში რუსთავის 25-ე სკოლის მოსწავლემ თემურ ხეთაგაშვილმა გაიმარჯვა. წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს რეგიონის 216 სკოლა .
საქართველო-ესტონეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნანა მეშველიშვილმა და დაწყებითი კლასების პედაგოგმა ნუნუ ბიწაძემ ჩაატარეს ერთობლივი გაკვეთილი მე-11 და მე-4 კლასებში. საგაკვეთილო პროცესში უფროსკლასელები ეხმარებოდნენ უმცროსკლასელებს წილადების შესწავლაში.