3 მაისს ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით იმიტირებული გაკვეთილები ჩატარდა, სადაც მასწავლებლის როლში მოსწავლეები იყვნენ, მასწავლებლები კი სკოლის მერხიდან ადევნებდნენ თვალს საგაკვეთილო პროცესს. III ბ კლასში გაკვეთილი ჩაატაარა ლია კალმახელიძემ ( XI ა კლასი). ლიას გაკვეთილის ორგანიზებაში დაეხმარა ამავე კლასის დამრიგებელი ციცო ჩუხრუკიძე. IV ბ კლასში გაკვეთილი ჩაატაარა მარი ახალაიამ ( XI გ კლასი). მარის გაკვეთილის ორგანიზებაში დაეხმარა ამავე კლასის დამრიგებელი მთვარისა ღვინიფაძე. VI ა კლასში ისტორიის გაკვეთილი ჩაატარა ზაქრო ქიტიაშვილმა (XI ა კლასი); ზაქროს გაკვეთილის ორგანიზებაში დაეხმარა ისტორიის პედაგოგი თინათინ წიქარიშვილი.