Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2017
სსიპ ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია-პროექტი "მეტი ნატო და ევროკავშირი ჩვენს სკოლაში".  პროექტი განხორციელდა ისტორიის პედაგოგის თინათინ წიქარიშვილის ინიციატივით.
სსიპ ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის X გ კლასის მოსწავლე  დიანა ნარიმანიძე  გახდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი.   პროგრამა  FLEX სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. ვულოცავთ დიანას და წარმატებებს ვუსურვებთ.
ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს   "საზოგადოებრივი პროკურატურის"  ფარგლებში მოწყობილ კამპანიაში "მოზარდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ".  საბა ჯამატაშვილმა (IX ბ კლასი), ელენე ბოკუჩავამ (IX ბ კლასი) და გიორგი აბრამიშვილმა ( VIგ კლასი) პროექტ "მოზარდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ"- ის ფარგლებში შექმნეს  ვიდეო რგოლი , რომელიც წარადგინეს ქალაქ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში გამართულ ვიდეო რგოლების კონკურსზე. პროექტის დასკვნით ღონისძიებაძე ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლემ ლიკა ლეკიშვილმა წარადგინა იმპროვიზაციული    მუსიკალური ნომერი  .
სსიპ ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი სახელქოდებით: "გმირთა ვარამი - საქართველო და ქართველები" კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც წაკითული ჰქონდათ ლევან გოთუას "გმირთა ვარამი" პროექტის მიზანი:ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, საქართველოს ისტორიასთან დაახლოება, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის გაღვივება, ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" პოპულარიზაცია ქართველ ხალხში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც. მათ გადაეცათ მადლობის სიგელი პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა. ორგანიზაცია „მოქალაქემ“ მესამე ტურში გადასული 202 მოსწავლე დააჯილდოვა.   მესამე ტურში გადავიდა  ჩვენი სკოლის  X ა კლასის მოსწავლე მანანა კობიაშვილი. ვულოცავთ მანანას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.